აქტუალური
"რასაც ბიძინა ივანიშვილი ერთი წლის წინ მუსლიმ მრევლს დაჰპირდა, უნდა შეასრულოს. დღეს ვხედავთ, რომ ეს დანაპირები მინარეთის ნგრევით სრულდება. გვაბრალებენ თაღლითობას, თითქოს უკანონოდ შემოვიტანეთ მინარეთის მასალა, ამბობენ, რომ ერთ ღამეში საიდუმლოდ ავაშენეთ მინარეთი. ერთ ღამეში არ შენდება ასეთი მინარეთები. მის ასაშენებლად 4 დღე-ღამე დაგვჭირდა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად და მოვითხოვთ მინარეთის დაბრუნებას", -აღნიშნა აქციაზე ჯავახეთის მუფთიმ მამუკა ვაშაყმაძემ.
ქართველ მუსლიმანთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ კი განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მუსლიმთა უფლება, რადგან საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა.