სამართალი
თეა წულუკიანი: „ჩხიტუნიძე უნდა მიეცეს პასუხისგებაში და კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი“

1-tea_wulukianiსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ბედის ირონიაა, რომ გირგვლიანის საქმეზე ამ ეტაპზე მხილებული ჩხიტუნიძე ახლა თვითონ გახდა საშველი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დავით ჩხიტუნიძის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„როგორც კი საბერძნეთის კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა დაცული იქნება და საბერძნეთი ჩათვლის, რომ ჩხიტუნიძე შეიძლება გადმოეცეს საქართველოს, ის იქნება გადმოცემული. ჩვენი მოვალეობაა, მალე მივაწოდოთ ჩხიტუნიძის მამხილებელი მასალები საბერძნეთს და ამ მხრივ ვადებს დავიცავთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის თქმითაც, არაფერი არასოდეს ისე არ ჩაივლის. ამიტომ იგი იმედოვნებს, რომ ყველა ამჟამინდელ საჯარო მოხელეს მაგალითად ექნება ჩხიტუნიძის კარიერის დასასრული და ამჟამინდელი ბედი. 
„მისი სიცოცხლის დაცვა საბერძნეთის ციხეში ევალება საბერძნეთის სახელმწიფოს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მას აქვს მხოლოდ ორი საშუალება იმისთვის, რომ ჩხიტუნიძე დაბრუნდეს საქართველოში, მიეცეს პასუხისგებაში და თუ დადასტურდა ის, რაზეც გამოძიებას აქვს ეჭვი, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი", - აღნიშნა წულუკიანმა.