საზოგადოება
დიმიტრი შაშკინი: „როდესაც პოლიტიკურ შურისძიებას იწყებ, ორი საფლავი უნდა გათხარო, ერთი შენთვის, ერთი - შენი მოწინააღმდეგისთვის“

1-shashkin-sazსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში დაბრუნდა. როგორც შაშკინმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

მისივე ცნობით, პროკურატურისგან უწყება არ მიუღია და ჯერჯერობით არ იცის, თუ როდის დაჰკითხავენ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როგორც შაშკინი აცხადებს, ორმა მინისტრმა ციხის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა.

"როგორც ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, როდესაც პოლიტიკურ შურისძიებას იწყებ, ორი საფლავი უნდა გათხარო, ერთი შენთვის, ერთი - შენი მოწინააღმდეგისთვის, და ეს გზა არსად არ მიგვიყვანს. თუ ჩვენ ხალხს სამუშაო ადგილები შეექმნება იმით, რომ შაშკინს ან სხვა ადამიანს დახვრეტენ, ეს გასაგებია. სამწუხაროდ, ეს არ მოხდება და ბოლო 10 თვე ამაზე მიუთითებს", - აღნიშნა შაშკინმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი მოწმის სტატუსით პროკურატურაში დაიბარეს. ხათუნა კალმახელიძე უკვე დაჰკითხეს.