აქტუალური
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

1-aq-3-samartaldamcvსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1963 წელს დაბადებული მალხაზ გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მალხაზ გ. საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. საგამოძიებო მოქმედების დროს დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ეზოდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, სამი მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილი).