პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „მედვედევსა და პუტინს გაუხარდებათ, თუ მე ვინმე დამაპატიმრებს“

1-mishikoსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ბლუმბერგისთვის" მიცემული ინტერვიუს თაობაზე ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა. სააკაშვილის თქმით, 2008 წლის ომის გამო პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ მდგომარეობას პოსტსაბჭოთა სივრცეში.

"პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი მკვდარია. მედვედევმა და პუტინმა თქვეს, რომ გაუხარდებათ, თუ სააკაშვილს ვინმე დააპატიმრებს. იმიტომ, რომ სანამ მე დავდივარ თავისუფალი და ცოცხალი, პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ . "პალაჟენიას" პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩამოიშალა ეს გავლენა 2008 წლის შემდეგ. გაბედა დსთ- სახელმწიფოს ერთ-ერთმა ლიდერმა და მას არ დაუხარა თავი. საერთოდ, ეჭვს არ იწვევს, რომ ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო ჩვენი არჩევნების დროს. ამას არც თვითონ უარყოფს და რომც უარყოს, რა აზრი აქვს, რუსები ადასტურებენ ყოველ ნაბიჯზე. ახლა ვინ ვის დაიჭერს... მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი. ამიტომ, ერთია მათი სურვილები, მათი ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა, რა იქნება რეალობა. რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. რაც შემეხება მე, მე განმსჯის ისტორია და არა რომელიმე ზოოპარკის დირექტორი.

სანამ მე ცოცხალი ვარ და სანამ გარეთ ვარ, არც ერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი აღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როდესაც უსიტყვოდ ასრულებს რუსეთის მითითებას. ეს შეიცვალა ბოლო წლებში და ეს გავაკეთეთ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა თავისუფლების მოყვარე პოლიტიკამ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.