აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს

1-aqtual-1-kandidatსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. დღეს წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოს პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი იწყებს.

ქართული ქალაქური სიმღერების შემსრულებელი გია სურამელაშვილი კახეთის რეგიონის მოსახლეობასთან ჩაატარებს შეხვედრებს და თელავში თავის შტაბს გახსნის. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატი ელექტორატს თავის საპრეზიდენტო პროგრამას და რეფორმების განხორციელებაში საკუთარ ხედვებს გააცნობს, სოლო კონცერტი გაიმართება. „მე ყველას ვუყვარვარ!“ – სწორედ ასეთია პოპულარული მომღერლის წინასაარჩევნო ლოზუნგი.

იუნა შაფათავა კი თავის მხარდამჭერებთან ერთად რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდება. შტაბის გახსნა ონში იგეგმება, ხოლო პრესკონფერენცია ცაგერში გაიმართება, სადაც ის ჟურნალისტებს პირველ შთაბეჭდილებებს და გამოცდილებას გაუზიარებს. პრესკონფერენციის შემდეგ ადგილობრივ კულტურის სახლში გაიმართება იუნა შაფათავას მონაწილეობით გადაღებული კლიპების ჩვენება (16 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან). საჭმელიც და სექსიც გექნებათ ოხრად!“ – ასეთია „ქართველი ჩიჩოლინას“ (ასე უწოდებს საკუთარ თავს შაფათავა) წინასაარჩევნო ლოზუნგი.