უცხოეთი
საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი წუხილს გამოთქვამს აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, გადადოს მოლაპარაკებები რუსეთის წარმომადგენლებთან სირიასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის მომზადების თაობაზე, - განაცხადა სამშაბათს რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვმა.
„სამწუხაროა, რომ პარტნიორებმა გადაწყვიტეს გააუქმონ რუსეთ-აშშ-ის ორმხრივი შეხვედრა სირიასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის საკითხების განსახილველად“, - დაწერა გატილოვმა თავის მიკრობლოგზე.დიპლომატის აზრით, „სირიაში პოლიტიკური დარეგულირების პარამეტრების შემუშავება ძალიან სასარგებლო იქნებოდა“.
გასულ ოთხშაბათს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ სირიის სამთავრობო ჯარების მიერ დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის მასშტაბური გამოყენების შესახებ განაცხადა.
მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კრეიმ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღი სირიაში სირიის რეჟიმის კონტროლქვეშაა და ქვეყნის ხელისუფლება მისი გამოყენების მტკიცებულებებს ანადგურებს.