უცხოეთი
საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ჩარევის ალბათობა სირიაში ძალიან მაღალია, დასავლეთის ლიდერები ფაქტობრივად აშკარად გამოთქვამენ მოქმედებისთვის მზადყოფნას გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თანხმობის გარეშე, - მიაჩნია სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვს.
სირიაში სიტუაციის ხელახლა გამწვავებას ადგილი ჰქონდა 21 აგვისტოს, როცა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ სამთავრობო ჯარების მიერ დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის მასშტაბური გამოყენების შესახებ განაცხადა. გაეროს ექსპერტები ორშაბათს მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების ადგილზე ჩავიდნენ. „მიმაჩნია, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო ჩარევის ალბათობა ძალიან მაღალია. ის განცხადებები, რომლებიც ბოლო დღეებში კეთდება ოფიციალური პირების მიერ ვაშინგტონში, ლონდონსა და პარიზში, პროპაგანდისტული განცხადებები როდია. ისინი მეტყველებს პოლიტიკაზე, რომელსაც ეს ქვეყნები გაატარებენ. მათი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ასადი დამნაშავედ გამოაცხადეს ჯერ კიდევ გაერს ექსპერტების დასკვნებამდე. არანაირი სხვა ვერდიქტი, გარდა საბრალდებოსი, ვაშინგტონის, პარიზისა და ლონდონისთვის ხელსაყრელი არ არის“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ პუშკოვმა.