პოლიტიკა
ბოლნისში დაპირისპირება გრძელდება

1-bolnisiსაქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ბოლნისის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. შენობასთან შეკრებილი არიან საკრებულოს დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ გუშინ თანამდებობიდან გადაყენებული თავმჯდომარის მხარდამჭერები.

არეულობა ბოლნისის საკრებულოს ცამეტი დეპუტატის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ოთხი ფრაქციის წევრებმა გუშინ თავმჯდომარის პოსტიდან მალხაზ ერაძე გადააყენეს, რასაც ბოლნისის თვითმმართველობასთან ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერების შეკრება მოჰყვა. ისინი გამგეობის შენობის კარის შემტვრევას და სხდომაზე შესვლას  ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში შენობიდან საკრებულოს 13 დეპუტატი პატრულის დახმარებით გამოიყვანეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა: აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებსა და დეპუტატებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა გაიმართა. დააკავეს ერთი მოქალაქე, რომელიც მოკლე ხანში გაათავისუფლეს.