საზოგადოება
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს აფხაზეთის რეგიონს

1-saz-2-eSeSfotebuliaსაქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით შემდეგ განცხადებას აკეთებს:

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს აფხაზეთის რეგიონს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. წარმომდგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ ამ მიმართულებით.