აქტუალური
შსს-მ რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

1-aqt-3-drugsსაქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული ირაკლი გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ირაკლი გ. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის 3 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 31 ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია: რუსული წარმოების, „ტოზის“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, 7 საბრძოლო ვაზნა და 1 არგენტინული წარმოების ბარაბნიანი პისტოლეტი.

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ირაკლი გ. საცხოვრებელი სახლიდან 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 და 260–ე მუხლის მე-3 ნაწილებით).

1-aqt-3-drugs-1 1-aqt-3-drugs-2