აქტუალური
გამოძიებამ დაადგინა, რომ კატიბ ბაბაევმა, რომელიც მუშაობდა გარდაბნის რაიონის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში, მასზე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით და პირადი გამორჩენის მოტივით, ამავე რაიონში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს, რეზერვისტის დროებითი მოწმობის, ე.წ. „სამხედრო ბილეთის“ გაცემის სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.