აქტუალური
შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
1-aq-1-ankaraსაქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. 
ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერს. შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ უწყებებს შორის პოლიციის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორ მეჰმეტ კილიჩლარს, ეწვევა თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას და გაეცნობა სასწავლო პროცესს. 
საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი ა.წ. 29 აგვისტოს დასრულდება.