აქტუალური
ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა ძალიან მოსწონს - 17 %, საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება - 12.6 %

1-biZina-arCevnebiსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა, გამოკითხულთა 21%–ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები სრულიად სამართლიანად ჩატარდება.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, გამოკითხულთა 39%–მა უპასუხა, რომ სამართლიანად ჩატარდება, 23% ფიქრობს, რომ მეტ-ნაკლებად სამართლიანად, ხოლო 4%-ის აზრით – უსამართლოდ.

ამასთან, კვლევისას კითხვაზე – რამდენად კმაყოფილი ხართ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობით – პასუხები ასე გადანაწილდა: 35%-ს მოსწონს, 17%-ის პასუხია – ძალიან მომწონს, 31%-ის დამოკიდებულება ნეიტრალურია, 9% აცხადებს, რომ პრემიერის საქმიანობა არ მოსწონს, 4%-ს კი ძალიან არ მოსწონს. კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს 5%-ს. 
ამასთან, რესპონდენტთა 12,6%-ის აზრით, ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია, 8,9% ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად ტყუილ დაპირებებს მიიჩნევს, 8,7% კი – ამნისტიას. 
კვლევა, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით 1-8 აგვისტოს ჩატარდა და გამოიკითხა 2 028 სრულწლოვანი რესპონდენტი.