აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი თერჯოლის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

1-giorga-2საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატი ამჯერად თერჯოლის რაიონში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მათი პრობლემები მოისმინა და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი მარგველაშვილთან ერთად რეგიონში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც იმყოფებოდნენ.

„თერჯოლის რაიონში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის პროგრამა. მიმდინარეობს გზების აღდგენა 5 სოფელში, ასევე ძალიან აქტიურად ვართ ჩართული სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. სკოლების აღდგენაც მიმდინარეობს. ბუნებრივია, თერჯოლის რაიონში აქტიურად გაიშლება ის ახალი პროექტი, რომელიც უკავშირდება კოოპერატივებს და ეს კოოპერატივები იქნება სრულიად ახალი ენერგია საერთოდ სოფლის მეურნეობის განვითარებაში“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.