საზოგადოება
“ჩემი ძირითადი მოთხოვნაა, ალასანიამ და წულუკიანმა საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, რადგან მათ ყველანაირად ეცადნენ სასამართლოზე ზეგავლენა მოეხდინათ. ისინი უსაფუძვლო ინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს მე მივიტაცე 500 ათასი ლარი და მე მოწმეებზე ვახორციელებდი ზეწოლას სამეგრელოს რეგიონში, ეს ტყუილია”, – განაცხადა გიორგი კალანდაძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე გასული წლის 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედებოდა, თუმცა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.