53 % - გიორგი მარგველაშვილი, 9 % - დავით ბაქრაძე
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც საკვლევ-საკონსულტუციო ცენტრმა “ფსიქოპროექტმა” ჩაატარა, გამოკითხულთა 40% საქართველოს ახალი მთავრობისადმი ნეიტრალურად არის განწყობილი. გამოკითხულთა
8%–ს საქართველოს ახალი მთავრობა ძალიან მოსწონს,
33%-ს მოსწონს,
11%-ს არ მოსწონს,
4%-ს ძალიან არ მოსწონს,
4%-ს პასუხის გაცემა უჭირს,
1%-მა კი უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.
ასევე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ხმას კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.
კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, 10% პასუხზე უარს განაცხადა, 9%–მა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე დაასახელა, 7% - "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, 7%–ის განცხადებით, ხმას არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემს. გამოკითხულთა 4% შალვა ნათელაშვილს ასახელებს, 3% - სალომე ზურაბიშვილს, 2% - გიორგი თარგამაძეს, 1% - ნესტან კირთაძეს, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს გაუჭირდა. არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით 1-8 აგვისტოს ჩატარებულ კვლევაში საქართველოს 11 რეგიონის ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა მონაწილეობდა, რესპონდენტთა საერთო რიცხვმა 2 028 შეადგინა.