პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

1-maia-fanjiსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო უწყებამ რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ბიჭვინთაში პროვოკაცია უწოდა და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

"რასაკვირველია, ეს არის ჩვენ მიერ დაგმობილი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ ხელყოფა ასეთი გზით", - აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, 25 აგვისტოს რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა აფხაზეთს, სადაც ორი სახელმწიფოს ინტერესთა ფართო სპექტრით ორმხრივი თანაშრომლობისათვის მოლაპარაკება გამართა აფხაზეთის ხელმძღვანელ ალექსანდრე ანქვაბთან.