უცხოეთი
„ამასთან, განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ, აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებით მომხდარ ინციდენტში სირიის მთავრობის თანამონაწილეობის ვითომდა „მტკიცებულების“ მოშველიება“, - ნათქვამია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ განცხადებაში.
რუსეთის მხარემ მოუწოდა აშშ-ს, თავი შეიკავოს დამასკოზე ძალისმიერი ზეწოლისგან, არ წამოეგოს პროვოკაციებზე და ნორმალური პირობების შექმნის მხარდაჭერისკენ მიისწრაფოდეს, რათა ამჟამად ქვეყანაში მყოფი გაეროს ექსპერტების მისიას ადგილებზე დეტალური, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების საშუალება ჰქონდეს.