უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვია

1-ucx-putinსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. კვირას, 25 აგვისტოს, რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვია, - იუწყება კრემლის პრესსამსახური.

ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინი ქალაქ ბიჭვინთაში აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. როგორც პრესსამსახურში აღნიშნეს, ლიდერებმა მოლაპარაკება გამართეს „ორი სახელმწიფოს ორმხრივი თანამშრომლობისათვის ინტერესთა ფართო სპექტრით“.

ცნობისათვის: დღეს აფხაზეთში დაგეგმილია დღესასწაული რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსაგან აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნავად. დამოუკიდებლობა აფხაზეთმა 1992 წელს გამოაცხადა, თუმცა 2006 წლამდე რესპუბლიკა არავინ აღიარა. სიტუაცია 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ომის შემდეგ შეიცვალა, როცა რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მოგვიანებით გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობა კიდევ ოთხმა ქვეყანამ (ნიკარაგუას რესპუბლიკამ, ვენესუელამ, ნაურუს რესპუბლიკამ, ტუვალუმ) აღიარა.