სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

1-sam-3-cecxlsasrსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დუხუნა მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „მაკაროვი“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 44 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

1-sam-3-cecxlsasr-1