სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

1-sam-2-mt-ukanonoსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების და დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გიორგი მ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მაყუჩით, „მაკაროვი“ სისტემის 31 ცალი და „ბრაუნინგი“ ტიპის 21 საბრძოლო ვაზნა, „РГД-5" და „Ф-1" ტიპის 2 ხელყუმბარა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 5 მჩხვლეტავ-მჭრელი დასაკეცი დანა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

1-sam-2-ukanono-1 1-sam-2-ukanono-2