რელიგია
ცნობილ ენათმეცნიერსა და "საქართველოს რუსთაველის საზოგადოების" ხელმძღვანელს მიხეილ ქურდიანს დღეს, 4 ნოემბერს, მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 31 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ქურდიანს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოცემული. მას სამთავროს დედათა მონასტერში პოეტ მორის ფოცხიშვილისა და მწერლისა და რეჟისორის - გოდერძი ჩოხელის გვერდით დაასაფლავებენ.