პოლიტიკა
“საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ISAF-ის მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სამსახური საამაყოა!” - ირაკლი ალასანია გენერალ ჯეიმს ამოსს შეხვდა

1-pol-3-amosსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა სარდალს, გენერალ ჯეიმს ამოსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართველი სამხედროების აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ISAF-ის მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებან ერთად სამსახური საამაყოა. ირაკლი ალასანიამ ასევე, თანაგრძნობა გამოთქვა იმ საზღვაო ქვეითების ხსოვნის მიმართ, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ავღანეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ძალების ინსტრუქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სრული სპექტრის კონტრტერორისტულ ოპერაციებში.

მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.