პოლიტიკა
ლუბა ელიაშვილი: „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე“

1-eliaSvსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ტელეკომპანია „მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშილის განცხადებით, მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად მიიღო, ჟურნალისტები კი ვალდებული იყვნენ, არხის ხელმძღვანელობას დამორჩილებოდნენ. ასე გამოეხმაურა იგი პრემიერ ივანიშვილის მიერ არხის მაუწყებლობის შეჩერების გამო გამოთქმულ უკმაყოფილებას.

ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მე მივიღე. შესაბამისად, ჟურნალისტები არაფერ შუაში არიან. იმდენად სტრესული სიტუაცია შეიქმნა, ჩავთვალე, რომ მათ ასეთ სიტუაციაში არ უნდა ემუშავათ, რადგან ეს ყველაფერი მაუწყებლობის ხარისხზე აისახებოდა. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ჩემს თავზე ავიღე", - განაცხადა ელიაშვილმა.

მისივე თქმით, პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი, ჟურნალისტი სტრესს განიცდის, შესაბამისად, მაუწყებლობა ასე ვერ გაგრძელდებოდა.

ელიაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ „მე-9 არხის“ ტექნიკის შესყიდვა და ადამიანური რესურსების მოზიდვა „ომეგა-ჯგუფს“ სურს.

„ისინი დიდი ხანია იბრძვიან სამაუწყებლო ლიცენზიის დასაბრუნებლად და ზუსტად აკლიათ ის, რაც აქვს „მე-9 არხს“ - აპარატურა და თანამშრომლები. ძალიან მიხარია, რომ ისინი არხის თანამშრომლებს  თვლიან ძალიან კვალიფიციურ ადამიანებად და სურთ მათი დასაქმება“, - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.