პოლიტიკა
მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ 3300 ახალგაზრდამ "ქართული ოცნება" დატოვა

1-margvel-kustbaსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადებით, რომელიც მათ გუშინ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს, მარტო თბილისის მასშტაბით კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგები 3300 ახალგაზრდამ დატოვა, რისი მიზეზიც მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებაა.

"კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა დამოკიდებულება მათი ახალგაზრდული ფრთის მიმართ თავიდანვე არასწორი იყო. თავიდანვე ეს ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ თანხები, რომლებიც მათთვის იყო გამოყოფილი, არასწორად ნაწილდებოდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თავიანთ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი. მხოლოდ ბოლო შემთხვევაზე მოგახსენებთ. რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას შეხვდა. კუს ტბაზე შეხვედრების შემდეგ კონცერტი გაიმართა კონცერტის დასრულების შემდეგ ღამის პირველ საათზე ეს ახალგაზრდები ფეხით გამოუშვეს", - განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.