საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: „გმირს უნდა ერქვას გმირი, ჯაშუშს - ჯაშუში, ღალატი არის ღალატი!“

1-misha-ghalatiსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ ოზურგეთში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს ცხინვალთან დაღუპული ზაზა დამენიას ოჯახი მოინახულა. სააკაშვილი ოჯახს სამხედროებთან – ელგუჯა ხუბაშვილთან და ვახტანგ ცქიტიშვილთან ერთად ესტუმრა. ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. ამასთან, პრეზიდენტმა წამოაყენა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვით ყველა სკოლაში ეროვნული გმირების საინფორმაციო დაფები განთავსდება.

"დამენიას ისტორია ზუსტად იმას აჩვენებს, რომ ჩვენ მრავალი წელია უკვე ვიმყოფებით ამ შეტევის ქვეშ ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან. ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი რაღაცა ისევ უკუღმა დადგა, იმიტომ რომ ციხიდან გაუშვეს რუსეთის ჯაშუშები, მათ შორის ერთ-ერთი ისეთი, რომელიც 2004-ში რუსეთს აძლევდა ინფორმაციას ჩვენი ჯარების განლაგების შესახებ. ეს ხალხი ლამის გმირებად გაუშვეს ციხეებიდან. ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო დღეებში რუსეთის ელჩებმა მიიღეს ინსტრუქცია და რამდენიმე ქვეყანაში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ციტირებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ომში არის დამნაშავე საქართველო. ჩვენ ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ჩვენს გამონათქვამებს, იმიტომ რომ ის პირდაპირ აზარალებს საქართველოს საქმეს. გმირს უნდა ერქვას გმირი, ჯაშუშს - ჯაშუში, ღალატი არის ღალატი და ეს არ შეცვლილა საუკუნეების განმავლობაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.