პუბლიკაციები
ფასები სსრკ–ში (პირველი ნაწილი – 0 კაპიკიდან 1 მანეთამდე)

1-analitik-ceniსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ასეთი ქვეყანა აღარ არსებობს, მაგრამ ის ბევრ ჩვენგანს ახსოვს. აქ ერთად არის შეკრებილი ფასები იმდროინდელ საქონელსა და მომსახურებაზე. ფასების უმრავლესობა მოტანილია დაახლოებით 1975 წლისათვის (როდესაც 1 აშშ დოლარი ეკვივალენტით 73 კაპიკი ღირდა) – და 1985 წლის ჩათვლით (როდესაც 1 აშშ დოლარი 70 კაპიკი ღირდა), თუმცა არის უფრო ადრინდელი ფასებიც, ისევე, როგორც ფასები უკვე სსრკ–ის დაშლის წინ 1991 წლის ბოლოს.  

0 კაპიკი

მარილი, პილპილი და მდოგვი მაგიდებზე

ავტომობილის ზეთი გასამართ სადგურებზე

1 კაპიკი

1 კოლოფი ასანთი

1 ჭიქა გაზიანი წყალი უსიროფოდ

გაზეთი „პიონერსკაია პრავდა"

ფანქარი

1 ნაჭერი პური სასადილოში

ცელულოიდის 2 მედიატორი გიტარაზე დასაკრავად

ხველების საწინააღმდეგო აბები „თერმოფსისი"

2 კაპიკი

ტელეფონ-ავტომატით საუბარი

დედალ-მამალი დუგმების ნაკრები (10 წყვილი)

კომკავშირის ყოველთვიური საწევრო გადასახადი

ტყვია ტირში

გაზეთი

შაქრიანი ჩაი სასადილოსა და კაფეში

3 კაპიკი

1 ჭიქა გაზიანი წყალი სიროფით

1 ჭიქა ჩამოსასხმელი ბურახი

ტრამვაით მგზავრობა

გაზეთები

ჭიქა ჩაი კაფეში

საშლელიანი ფანქარი

მაიონეზის ცარიელი ქილა

კუნცევური ფუნთუშა

4 კაპიკი

1 კვტ ელექტროენერგია

ტროლეიბუსით, ავტობუსით მგზავრობა

ღილი პიონერის პერანგისათვის

პრეზერვატივი (2 ცალი)

ბრილიანტის მწვანე

ღვეზელი გულ–ღვიძლის საჩურთით

გაზეთი „პრავდა"

5 კაპიკი

მეტროთი მგზავრობა

1 კონა კამა ან ოხრახუში

ეშმაკის ბორბალზე გასეირნება

საბავშვო წიგნი

ახლად გამომცხვარი ბლითი

ხილფაფიანი ღვეზელი

ნებისმიერი ნომინალის და ნებისმიერი სიმძლავრის რეზისტორი

მაგიდის ჩოგბურთის ბურთი

კბილის საწმენდი ფხვნილი „პიტნიანი“

2 ტყვია ტირში

შავი პურის მეოთხედი

5-10 კაპიკი

მარილი, 1 კგ

1 ჭიქა მზესუმზირა

6 კაპიკი

დიდი კათხა ჩამოსასხმელი ბურახი

საფოსტო ღია ბარათი

ასაწონი კატლეტი - 1 ცალი

ფუნთუშა „როგალიკი“

ხაშხაშიანი ბლითი

კონტურული რუკები (მე–3, მე–5 კლასი)

კბილის საწმენდი ფხვნილი "ოსობი"

ვიტამინი C

7 კაპიკი

ხილის ნაყინი ქაღალდის ჭიქაში

ნაყინი "შერბეტი"

მაგიდის ჩოგბურთის ბურთი

თავის გადაპარსვა

სალათა სასადილოში

ნათურა 3,5В 0,25А

ფრანგული ფუნთუშა

ქალაქური ფუნთუშა

ფენოვანი შაქრით

8 კაპიკი

ტულის თაფლაკვერი

კვერი - რძიანი

ბლოკნოტი

1 ჭიქა არყის ხის წვენი

ხილფაფიანი ან ხაშხაშიანი ფუნთუშა

ბურთულიანი კალმისტრის გული

9 კაპიკი

კალორიული ფუნთუშა

კარტოფილიანი ღვეზელი კაფეში ან სასადილოში

სახაზავი

ნაყინი „რძის"

პლასტმასის სასკოლო სამკუთხედი სახაზავი

კინოს ბილეთი დილის სეანსზე

10 კაპიკი

ნაყინი „კენკრის"

1 ჭიქა პომიდვრის წვენი

ბუტერბროდი მოხარშული ძეხვით

1 კგ. კარტოფილი

1 ბოთლი გაზიანი წყალი „კოლოკოლჩიკი", „ბურატინო", „ტყის კენკრა" (???)

მაიონეზის ცარიელი ქილა

ტაქსით მგზავრობა 1 კმ-ზე (1973 წლამდე)

1 ქილა კბილის საწმენდი ფხვნილი

ბურნუთის შეკვრა

ღილი სკოლის ფორმისთვის

კონტურული რუკები (მე–8-9 კლასის)

კოსმეტიკური ვაზელინი "ნორკა"

ჰემატოგენის ფილა

მდოგვის საფენები

სიმი  (3 ცალი, სინთეტური/ლითონის)

ბურნუთი (50 გ)

11 კაპიკი

ხორციანი ბელიაში კაფეში ან სასადილოში

ლიტერატურული გაზეთი

სამეურნეო სანტიმეტრი

ნოტების რვეული

ნაყინი „ესკიმო"

12 კაპიკი

1 კგ სტაფილო

საბავშვო საპონი

გაზირებული წყლის ცარიელი ბოთლი (0,5 ლიტრი)

არყის ცარიელი ბოთლი

სსრკ ისტორიის ატლასი (მე–8 კლასი)

ტელევიზორის ანტენის შტეკერი

ნახევარი ჭიქა არაჟანი სასადილოში

სავარცხელი

საბავშვო ბილეთი კინოთეატრში

13 კაპიკი

ქათმის კვერცხი

თეთრი პურის ბატონი

14 კაპიკი

რძის კოქტეილი

სიგარეტი „პრიმა"

ნათალი ჭიქა

ჭვავის მრგვალი პური

სასკოლო დღიური

15 კაპიკი

ნაყინი „ნაღების“

საზამთრო, 1 კგ

სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა

მდნარი ყველი „დრუჟბა", 62 გრამი

სიგარეტი „პრიმა"

სამკერდე ნიშანი ოლიმპიური დათუნია

1 ჭიქა ყურძნის წვენი

კეფირის ცარიელი ბოთლი

ერთი ხელის თამაში სათამაშო ავტომატში

1 ჭიქა გოგრის თესლი

16 კაპიკი

ფქვილი 1 კგ

რძე სამკუთხედ პაკეტში 0.5 ლიტრი

შავი პური

სიგარეტი „ასტრა“

მახათი

ჩებურეკი

ქიშმიშიანი კექსი სასადილოში

17 კაპიკი

ელექტრული ბატარეა „ელემენტი 373“

ელექტრული ბატარეა 4,6В, 0,5А-ч („კვადრატული“)

ღვინის ცარიელი ბოთლი

საახალწლო ღია ბარათი კონვერტით

შტეფსელის ჩანგალი (პლასტმასის)

18 კაპიკი

თეთრი პურის ბატონი „პოდმოსკოვნი“

ნაყინი „ლაკომკა“

შუშხუნები (10 ც.)

ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი „ნოვოსტი“

19 კაპიკი

ნაყინი პლომბირი ჭიქაში

20 კაპიკი

ნაყინი პლომბირი ვაფლის ჭიქაში

ნაყინი ვაფლის ჭიქაში კრემის ვარდით („გუმი“, „ცუმი“)

ტაქსით 1 კმ–ზე მგზავრობა (1937 წლიდან)

თეთრი პური კალკაში „ერბოზელილი“

1 ლიტრი ჩამოსასხმელი რძე

სასკოლო საუზმე პირველი კერძის გარეშე

სამკერდე ნიშანი „მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში მოსკოვი 1986“

პლასტმასის თოვლის ბაბუა (პატარა)

სარეცხის სამაგრი

ბუზის საკლავი

საქსოვი ჩხირი (პატარა)

სიგარეტი „დიმოკი“

გვირილის ფორმის თმის სამაგრი

შამპანურის ცარიელი ბოთლი

ბურთულიანი ავტოკალამი

ალუმინის კოვზი

სტომატოლოგთან ვიზიტი ფასიან პოლიკლინიკაში (?)

22 კაპიკი

ნაყინი „ლენინგრადული“

ტკბილღვეზელა „კალათა“, „ფხვიერი“, „კარტოფილი“, „ეკლერი“

ერთი ბოთლი ლუდი „ჟიგულევსკოე“ 0.5 ლიტრი

ერთი კათხა ლუდი

პაპიროსი „ბელომორკანალი“

23 კაპიკი

მდნარი ყველი „დრუჟბა“, 100 გრ

ნარჩენებისგან დამზადებული ქაღალდის დეკორატიული ხელსახოცების ნაკრები

მოსკოვის ვ. ლენინის სახელობის მეტროპოლიტენის ხაზების სქემა

24 კაპიკი

ერთი ბოთლი ძმარი, 0.5 ლიტრი

1 ლიტრი მაღალი ცხიმიანობის ჩამოსასხმელი რძე

ახალი ისტორიის ატლასი (მე–9 კლასი)

ატლასი “ჩვენი სამშობლო“ (მე–3 კლასი)

1.5% ცხიმიანობის რძე

25 კაპიკი

თეთრი პურის ბატონი (დაჭრილი, უმაღლესი ხარისხის)

ერთი ჭიქა არაჟანი სასადილოში

სიგარეტი „ასტრა“

სათადარიგო სპირალი ელექტროამრეკლავისთვის

25–50 კაპიკი

კინოს ბილეთი დღის და საღამოს სეანსზე

„ავტორევიუს“ პირველი ნომერი

26 კაპიკი

ტაფის დამჭერი

ერთი შეკვრა მარგარინი

საკერავი ნემსების ნაკრები (30 ც.)

ქანჩის გასაღები 5,5х7

ქერის ბურღული, 1 კგ

2.5% ცხიმიანობის რძე

27 კაპიკი

გასახსნელი ხის სახელურით

28 კაპიკი

ნაყინი „ლაკომკა“

რძე ნახევარლიტრიანი ბოთლით

30 კაპიკი

1 ლიტრი ბენზინი А-76 (1981 წლიდან)

ერთი ბოთლი „პეპსი“ (0.33)

რძის ნაყინი

კეფირი 0.5 ლიტრი

იმპორტული საპონი

სასკოლო სადილი (პირველი, მეორე, მესამე, ფუნთუშა)

ფოტოფიქსაჟი

დასადგამი ცხელი კერძისთვის

ფულისა და ნივთების ლატარიის ბილეთი

განმაშტოებელი 2 როზეტისთვის

სასაპნე

საქსოვი ჩხირი (დიდი)

სასკოლო–გასაფორმებელი საღებავები (მშრალი, 8 ფერი)

1 კოლოფი სიგარეტი „იავა“ რბილ შეფუთვაში

31 კაპიკი

ნათურა

33 კაპიკი

ქარხალა ტომატის საწებელში

35 კაპიკი

ერთი კათხა ლუდი 0.5 ლიტრი

პლასტმასის სავარცხელი

მანიკიური

ფოტოფირი (36 კადრი, შავ–თეთრი)

ბულგარული სიგარეტები „აეროფლოტი“, „როდოპი“

36 კაპიკი

ერთი ბიდონი ბურახი

რძე მართკუთხედი ლურჯ–თეთრი პაკეტით

40 კაპიკი

1 ლიტრი ბენზინი АИ-93 (1981 წლიდან)

ერთი კოლოფი სიგარეტი „კოსმოსი“

საკერავი ნემსების ნაკრები

მამაკაცის ვარცხნილობა „კანადკა“

პლასტმასის სახაზავი 30 სმ

ბრინჯი, 1 კგ

რეზინის თმის სამაგრი ორი ყვავილით

41 კაპიკი

ელექტროროზეტი (მრგვალი) ნაკრებში

44 კაპიკი

შტეფსელის ჩანგალი (კერამიკით) 6А 250В

45 კაპიკი

მაიონეზი „პროვანსალი“ მინის ქილაში

ჟურნალი „სოვეტსკი ეკრანი“

46 კაპიკი

რძე ლიტრიანი ბოთლით

წიწიბურა, 1 კგ (თუ 56 კაპიკი?)

თამაში „დაჭერობანა“

სსრკ–ის გეოგრაფიული ატლასი (მე–8 კლასი)

გულ–ღვიძლის ძეხვი

47 კაპიკი

მაიონეზი

უბის წიგნაკი „ვოსხოდი“ (პატარა)

48 კაპიკი

ნაყინი „პლომბირი“

50 კაპიკი

კომპლექსური სადილი სასადილოში

ტიტა ბაზარში

ერთი შეკვრა საღეჭი რეზინი „ფორთოხლის“, „ჟოლოს“, „მარწყვის“, „ყავის არომატი“, „პიტნის“

ფულისა და ნივთების ლატარიის ბილეთი

სიგარეტი „აპოლონი“, ბულგარული „ტუ–154“ და „ЩЗФД“

საბავშვო პლასტილინი (12 ფერი)

ბავშვის ერთი ფოტო საბავშვო ბაღში

სახატავი ფუნჯი

სისხლის ძეხვი

რეზინის თმის სამაგრი პეპლით

ბისერი (100 გრ)

51 კაპიკი

სახატავი ალბომი

52 კაპიკი

ნაღები ნახევარლიტრიანი ბოთლით

55 კაპიკი

ერთი ქილა შესქელებული რძე

პიონერის ყელსახვევი (ზომა100х30, პირველი ხარისხი)

58 კაპიკი

ვანტუზი

59 კაპიკი

საბავშვო მარმელადი წილაკებად 325 გრ (ГОСТ 6442-69)

60 კაპიკი

ერთი კოლოფი სიგარეტი „სტოლიჩნი“, „იავა“ მაგარ შეფუთვაში

დიაფილმები

სადილი სტუდენტურ სასადილოში

მოსკოვის ღირსშესანიშნაობების რუკა

1 ასანთის კოლოფი კოღოს მატლი

ლავანდის ეთერზეთი

65 კაპიკი

მაგნიტური ფირის დასახვევი კოჭა

მაკრატელი

დუბელის ლურსმნები (200 გრ)

70 კაპიკი

ერთი კოლოფი სიგარეტი „კოსმოსი“

ლითონის მაკრატელი

მამაკაცის შეკრეჭა

ბურთულიანი კალმისტარი

72 კაპიკი

ვაშლის წვენი, 3–ლიტრიანი ქილა

75 კაპიკი

წიგნი „ლენინგრადი სამ დღეში“

ლითონის სავარცხელი

ფოტოფირი „სვემა 250“

80 კაპიკი

უბის წიგნაკი (საშუალო)

თუჯის ტაფა

სიგარეტი „იავა 100“ და „ИЕ“

რეზინის თმის სამაგრი ზანზალაკებით, შოკოლადი „ალიონკა“ (თუ 90 კაპიკი?)

85 კაპიკი

გასაშლელი დანა „მინსკი“

90 კაპიკი

თხილამურების სამაგრები

ხელის ხაოიანი პირსახოცი

მამაკაცის წინდები

იტალიური ენის თვითმასწავლებელი

შაქრის ფხვნილი, 1 კგ (პირველი ხარისხი)

კვერცხი, 10 ცალი (პირველი კატეგორიის)

ლოგარითმული სახაზავი (პატარა, სკალას სიგრძე 12,5 სმ)

93 კაპიკი

ატმის წვენი, 3–ლიტრიანი ქილა

94 კაპიკი

შაქრის ფხვნილი, 1 კგ (უმაღლესი ხარისხი)

98 კაპიკი

ფორტეპიანოზე დაკვრის თვითმასწავლებელი

საქსოვი ჩხირების ნაკრები

99 კაპიკი

დომინო

(გაგრძელება იქნება)