აქტუალური
საქართველო კვლავ რჩება რუსეთ-ამერიკის დიალოგის თემად: „საქართველო დაინტერესებულია, რომ სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს”

1-aq-2-temaსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის შეხვედრაზე საუბარი რუსეთთან ურთიერთობას შეეხო. ირაკლი ალასანიას განცხადებით, აშშ კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთ მყარ გარანტად. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზეც გააკეთა.

ამერიკის და რუსეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თემამ წამოიწია. მე, გრეთვე, მივიღე ყველანაირი გარანტია იმისა, რომ საქართველოს დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

საქართველო დაინტერესებულია, რომ სოჭის ოლიმპიადა ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში. აქედან გამომდინარე, აშშ, ისევე როგორც სხვა ჩვენი რეგიონალური პარტნიორები, მიესალმებიან საქართველოს ნაბიჯებს, რომ კოორდინაციაში ვიყოთ კონტრტერორისტულ საკითხებზე რეგიონის ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.