აქტუალური
ერთობლივი სწავლება ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისში”: მიზანი - ბატალიონის ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისთვის მომზადება

1-aq-1-alfaსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. მე-12 ბატალიონის სამხედროებმა მოწინავე მეთვალთვალეებისა და 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ერთობლივი სწავლება გაიარეს. წვრთნის პირველი ნაწილი ერთი თვის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში მიმდინარეობდა. დღეს სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელშიც მე-12 ბატალიონის ალფა ასეული მონაწილეობდა.

წვრთნის შემდეგი ეტაპი ნოემბრამდე გაგრძელდება. სწავლება ნატოს ოპერატიული თავსებადობის და შესაძლებლობების შეფასების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი ბატალიონის ნატოს ოპერაციებში  მონაწილეობისთვის მომზადებაა.