უცხოეთი
დამასკოზე იერიში ქიმიური რაკეტით ბოევიკებმა მიიტანეს

1-damask-ucxსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. რაკეტა ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებებით დამასკოს აღმოსავლეთ გარეუბანში გაშვებული იქნა ბოევიკების მიერ დაკავებული პოზიციებიდან, - ამის შესახებ დღეს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ის  19 მარტს ჰან ალ-ასალში ტერორისტების მიერ გამოყენებული რაკეტის ანალოგიურია.

„ყველაფერი ეს ძალიან ჰგავს მცდელობას, ნებისმიერ ფასად შექმნან საბაბი გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის მოთხოვნების წასაყენებლად, რომ ის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მხარეზე დადგეს და ამით ჟენევის კონფერენციის მოწვევის შანსები მოსპოს, რომლის მოსამზადებლად 28 აგვისტოს რუსი და ამერიკელი ექსპერტების მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.