სამართალი
კომისიის გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (ნანა კაკაბაძე, ტატიანა ხოხიაშვილი, ავთანდილ რეხვიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი) და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს: „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში 2014 წელს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?” დიახ, არა” - უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად საქართველოში შვეიცარიის საელჩო დარეგისტრირდა.