საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი საინვესტიციო ფონდ „Franklin Templeton Investments“–ის მმართველ დირექტორს შეხვდა

1-saz-3-BIDZINAსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. დღეს ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ინვესტორს, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Franklin Templeton Investments“–ის  მმართველ დირექტორს მარკ მობიუსს შეხვდა. შეხვედრა პრემიერ–მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო საუბრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლების ძალისხმევა ბიზნესგარემოს გაჯანსაღების კუთხით მალე შედეგს გამოღებს და ქვეყანაში ინვესტიციის მოცულობა გაიზრდება.

თავის მხრივ, მარკ მობიუსმა საქართველოში ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა.