საზოგადოება
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს „მე-9 არხის“ შეძენა სურს

1-oquaSსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "მე–9 არხის" შეძენა სურს და არხის მფლობელებთან მოლაპარაკებას იწყებს, რაც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა დაადასტურა.

"ოქუაშვილს უბრუნდება კუთვნილი, უკანონოდ წართმეული ლიცენზია და მას, პირველ რიგში, თანამშრომლები სჭირდება და შემდეგ - აპარატურა. მოგეხსენებათ, ბიზნესმენია და ფული აქვს. "მე-9 არხს" შეიძენს ისეთს, როგორიც არის", - აღნიშნა ელიაშვილმა, რომლის თქმითაც, აღნიშნული წინადადება მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილება. ამასთან, ელიაშვილის განმარტებით, არხის შეძენის კიდევ არაერთი წინადადება არსებობს.

ტელეკომპანია "იბერია" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნოდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "იბერიაში" სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც ტელევიზია დაიხურა. „მე-9 არხის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი მაშინ „იბერია TV“-ის ხელმძღვანელი იყო.

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, არხის დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს "აქცეპტი" ფლობს. ამასთან, შპს "აქცეპტის" 80%-ის მფლობელია ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს, ხოლო 20%-ის - კახა კობიაშვილი.

მედიაში გავრცელებული ცნობით, არხის შეძენა ბიზნესმენსა და გიორგი მარგველაშვილის მეგობარ ლევან ვასაძესაც სურს.