სამართალი
ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
1-sam-2-libiaსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ვაფა აბუკაქისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლიბიის ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს, ასევე ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დიდი მნიშვნელობა აღნიშნეს.