პოლიტიკა
შეხვედრაზე განხილვის თემა "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება" იყო. ფორუმს მოდერატორობას ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ფრედ სტარი უწევდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა ორი საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ირაკლი ალასანიამ ვრცლად ისაუბრა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე.