პოლიტიკა
საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გუშინ დილიდან შეხვედრები გამართა კახეთში, სადაც სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ვაქირში შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი წნორის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა: „ხელისუფლების მთავარი ღირებულება არის ჩვენი თვითმყოფადობა. პირველი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, რათა თითოეული მოქალაქე წელში გამართულიყო, გავზარდეთ პენსიები, განხორციელდა რეფორმები სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, თუმცა ვიცით, რომ ისევ ბევრი პრობლემა რჩება“.დღეს დილიდან პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
![]() |