აქტუალური
საქართველოს თავდაცვია მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

1-aqt-2-alasania-heigelსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია ამერიკაში მისმა კოლეგამ ჩაკ ჰეიგელმა მიიწვია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს ISAF-ის მინისტრების შეხვედრაზე დაიგეგმა.

თავდაცვის მინისტრი ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრება და დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა, ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის საკითხებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მინისტრის მრჩეველი ვარლამ ავალიანი.

ოფიციალური ვიზიტი 27 აგვისტოს დასრულდება.