უცხოეთი
ქიმიური იერიშის მსხვერპლთა რიცხვმა დამასკოში 1188 კაცს მიაღწია

1-zarub-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. დამასკოს გარეუბანში ქიმიური იერიშის მსხვერპლთა რიცხვი 1188–მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „ალ-არაბია“ იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, გამოყენებული იქნა გაზი ზარინი.

ამავე დროს, „როიტერის“ ინფორმაციით, ოფიციალური დამასკო ქიმიური იარაღით მასობრივ მკვლელობას სიცრუეს უწოდებს.

უწინ იტყობინებოდნენ, რომ დამასკოს აღმოსავლეთ გარეუბანში - გუტას ოაზისში 635 ადამიანი დაიღუპა.