უცხოეთი
სამხრეთ ოსეთი. სახელმწიფო საწარმოთა აქციონირებას შეუძლია წარმოება დეპრესიიდან გამოიყვანოს

1-zarub-2საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. გასულ პარასკევს ინფორმაციისა და პრესის სახელმწიფო კომიტეტის პრესცენტრში პროექტ „ღია მთავრობის“ ფარგლებში გაიმართა პრესკონფერენცია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მრეწველობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვასილი ძასეევის მონაწილეობით.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემამდე ვასილი ძასეევმა ილაპარაკა უწყების მუშაობაზე და დამსწრეებს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების გეგმებიც გააცნო. ასევე აღნიშნა, რომ საინვესტიციო პროექტების შემუშავებას კომიტეტი რუს კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობით ახორციელებდა.

წარმოების რეაბილიტაციაზე საუბრისას, რომელიც 20 წელზე მეტია ღრმა კრიზისში იმყოფება, ვასილი ძასეევმა აღნიშნა, რომ უმთავრესად, მუშაობა წარიმართება იმ საწარმოთა განვითარებაზე, რომლებსაც შიდა ბაზრისთვის მოთხოვნადი პროდუქციის გამოშვება შეუძლიათ.

„დახმარებას აღმოვუჩენთ საწარმოებსაც, რომლებმაც, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა და 20-წლიანი იზოლაციისა, საგარეო ბაზრებზე თავისი ნიშები შეინარჩუნეს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სახელმწიფო საწარმოთა აქციონირებას შეუძლია სამრეწველო სექტორი ხანგრძლივი დეპრესიიდან გამოიყვანოს.