უცხოეთი
სამხრეთ ოსეთის ელჩმა აფხაზეთში აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნების სიგელები გადასცა

1-zarub-1საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ, 20 აგვისტოს, სოხუმში, სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აფხაზეთში ოლეგ ბოციევმა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს რწმუნების სიგელი გადასცა, - ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება.

რესპუბლიკის მეთაურმა მიულოცა ოლეგ ბოციევს პოსტზე დანიშვნა და აღნიშნა, რომ სწამს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის შემდგომი განვითარების, მით უფრო, რომ ბოციევს დიდი ხანია კარგად იცნობენ აფხაზეთში.

თავის მხრივ, ბოციევმა დაარწმუნა აფხაზეთის  ხელმძღვანელი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უახლოეს ხანებში ახალ იმპულსს შეიძენს.