საზოგადოება
მაია ფანჯიკიძე: „რუსეთის პროვოკაციულ განცხადებებს არ წამოვეგებით!“

1-fanjiსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრი აია ფანჯიკიძე გამოეხმაურა დიმიტრი მედვედევის გუშინდელ განცხადებას აფხაზ და ოს ხალხთან რუსეთის თანასწორუფლებიანი ურთიერთობის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის პროვოკაციულ განცხადებებს არ წამოეგება.

მედვედევის განცხადებას აფხაზ და ოს ხალხთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობისთვის მზაობის თაობაზე დიდი ხანია ვუსმენთ და მინდა გითხრათ, რომ ახალი არაფერი არის. მიუხედავ იმისა, რომ საქართველო დაინტერსებულია, რუსეთთან ეტაპობრივად დაარეგულიროს ურთიერთობები, ჩვენ იმ დონისთვის არ მიგვიღწევია, რომელიც გამორიცხავდა ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ჩვენ არც გვქონია ილუზია, რომ ძალიან მოკლე ხანში რუსეთის რიტორიკა შეიცვლებოდა. პროვოკაციულ განცხადებებს არ წამოვეგებით", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რფ-ის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების ფორუმ „მაშუკ-2013“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანასწორუფლებიან ურთიერთობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი აფხაზებსა და ოსებს სავალალო არსებობისათვის გაწირავს.