პოლიტიკა
კობა დავითაშვილი: „სააკაშვილს და მის ჯალათებს - რა?“

1-davitashსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა ოფიციალურად საარჩევნო კამპანია ცესკოში განაცხადის შეტანით  დაიწყო და საარჩევნო პროგრამაზეც ილაპარაკა.

„27 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნები – ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი შემდეგ შეკითხვაზე - სააკაშვილს და მის ჯალათებს - რა? აი, ეს არის შეკითხვა და ამაზე პასუხის გაცემა ყველა მოქალაქის ვალია. ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი - "ნულოვანი ტოლერანტობა" და ყველანი ციხეში. ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობდნენ წვრილმანი და არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ, თვითონ იმსახურებენ, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი ამ წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს არის ჩემი კამპანიის მთავარი მიზანი და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.