პოლიტიკა
ბურჯანაძემ თელავში საარჩევნო შტაბი გახსნა

1burjanaZe-telaviსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტობის კანიდატმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ თელავში საარჩევნო შტაბი გახსნა და თავის მხარდამჭერებს შეხვდა. მან მოსახლეობასთან კახეთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ბურაჯანაძის განცხადებით, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე კახეთში იგი საარჩევნო შტაბების მუშაობის გაძლიერებას აპირებს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა კომენტარი გააკეთა „მე-9 არხთან“ დაკავშირებითაც, აღნიშნა, რომ „მე-9 არხი“ ყველაზე ობიექტური ტელევიზია იყო და მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, გადაწყვეტილებას გადახედოს და წინასაარჩევნო პერიოდში არხის დახურვა არ დაუშვას.