უცხოეთი
დოკუმენტების ჩამოტვირთვის შემდეგ მომხმარებელი მაინც ვერ გახსნის მათ პაროლის გარეშე, რომელიც WikiLeaks-მა თავისი თანამშრომლების, პირველ რიგში კი ჯულიან ასანჟისა და ედვარდ სნოუდენის უსაფრთხოების გარანტიისთვის შეინახა.
ორგანიზაცია ცსს-ს ყოფილ აგენტს რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებაში ეხმარებოდა. სნოუდენს აშშ-ის ხელისუფლება კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო საიდუმლოებების მოპარვაში ადანაშაულებს. ცსს-ში თანამშრომლობისას მან „ვიკილიქსს“ გადასცა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ამერიკის მთავრობა თავის მოქალაქეებს უთვალთვალებს.