სამართალი
ლალი მოროშკინა: „ზუსტად ის მანიაკები უმწარებენ მოსახლეობას ცხოვრებას, რომლებიც პრეზიდენტმა გამოუშვა“

1-laliსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ყველას ვთხოვ, არ ჩათვალონ, რომ ამ ამნისტიამ ამდენი უბედურება მოგვიტანა, ეს იყო ყველაზე ჰუმანური აქტი, რაც შეეძლო ხელისუფლებას გაეკეთებინა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.

მოროშკინას განმარტებით, დანაშაულს პრეზიდენტის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები სჩადიან.

„დანაშაულს სჩადის ზუსტად ის ჯგუფი, რომელიც ზარს ელოდება, რომელმაც იცის, რომ მან თავისუფლების საფასური უნდა გადაიხადოს. ამ ადამიანების სიებია, რომლებსაც დამკვეთად პრეზიდენტი ჰყავთ. სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. ზუსტად ის მანიაკები უმწარებენ მოსახლეობას ცხოვრებას, რომლებიც პრეზიდენტმა გამოუშვა. მეტსაც გეტყვით, მე მაქვს საკმაოდ დიდი ინფორმაცია, რომ არსებობს ფოკუს ჯგუფები – ვინ გააფუჭებს სიტუაციას კურორტულ ზონებში, ქალაქის ცენტრში, ვინ არევს რეგიონს. ეს არის ორგანიზებული დანაშაული. სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ძალიან ბევრს გაიგებს“, - განაცხადა მოროშკინამ.