აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი არჩევნებზე მხარს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს?!

nina-bidzinaსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. სააგენტო „თაიმერის“ მიერ გავრცელებული ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფავორიტი პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა.

„თაიმერის“ წყაროს განმარტებით, "კოალიციაში პრეზიდენტობის კანდიდატად ყველაზე ნაკლებად სწორედ გიორგი მარგველაშვილი განიხილებოდა, ფაქტობრივად, არც მოიაზრებოდა. პრემიერის მხრიდან კანდიდატად მარგველაშვილის დასახელებამ გაოცება და გაკვირვება გამოიწვია. თუმცა, მოგვიანებით ჩვენთვის ამ ყველაფრის ახსნაც ცნობილი გახდა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა ნაკლებ რეიტინგული კანდიდატი იმ მოტივით დაასახელა, რომ იგი რეალურად მხარს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს და კოალიციის კანდიდატი ბურჯანაძეს კონკურენციას ვერ გაუწევს".

წყარო ირწმუნება, რომ პრემიერ ივანიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკას უკავშირდება:

"ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძე პრორუსულ ძალად მოიაზრება, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რადიკალურად შეიცვლება და პრემიერს სათქმელი ექნება - მე მინდოდა ნატო და ევროკავშირი, მაგრამ პრეზიდენტი პრორუსული ორიენტაციის პიროვნება გახდა და რა ვქნაო", - აღნიშნავს წყარო და დასძენს, რომ კოალიციის ბევრი წევრი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას სწორედ ნინო ბურჯანაძეს მისცემს.