აქტუალური
ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან
aqtualuri-2-avganetiსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის სამშვიდობო ოცეული ISAF-ის მისიის შესასრულებლად რამდენიმე დღეში ავღანეთში გაემგზავრება, სადაც დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების გაძლიერებულ ოცეულს ჩაანაცვლებს. გაცილების ცერემონიალს, რომელიც ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ. ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ბრეიდმა სამშვიდობო ოცეულის სამხედროებს სიტყვით მიმართეს.
ცერემონიალის დასასრულს სამშვიდობო ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები მე-13 ბატალიონის მოძღვარმა მამა გოჩამ დალოცა.