საზოგადოება
ვასილი კადენეცი: „მივცეთ ვახტანგ ყოლბაიას აფხაზურ–ქართული ურთიერთობის ნორმალიზების შესაძლებლობა და გვერდით დავუდგეთ მას!“

sazogadoeba-3-kadenecსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქინფორმის რედაქციამ ახლახან მიიღო ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ვ. კადენეცის წერილი, რომელსაც, მისი თხოვნით, უცვლელად ვაქვეყნებთ.

ძვირფასო თანამემამულენო აფხაზეთიდან!

ბოლო ხანებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გახშირდა თავდასხმები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ ვ. ყოლბაიაზე. ჩემს მოვალეობად ვთვლი, ამ გარემოებას გამოვეხმაურო.

ვ. ყოლბაიას 1978 წლიდან ვიცნობ კომკავშირული და პარტიული მუშაობით, როგორც პატიოსან, კეთილსინდისიერ, წესიერ და შრომისმოყვარე ადამიანს, პასუხისმგებელ მუშაკს. ყველა პოსტზე ის ამჟღავნებდა სამათლიანობისთვის მებრძოლის მაღალი პატრიოტიზმის გრძნობას, აქტიურად გამოდიოდა აფხაზეთში სეპარატიზმის წინააღმდეგ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერად მუშაობის დროს მისი სამშვიდობო საქმიანობა მიმართული იყო ჩვენი მთავარი პრობლემის – კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გადაჭრაზე.

ვფიქრობ, რომ გამოვხატავ მათ აზრს, ვინც კარგად იცნობს ბატონ ვ. ყოლბაიას, რომ ის ამ პოსტზეც დიდ სარგებლობას მოუტანს აფხაზურ–ქართული ურთიერთობის ნორმალიზებას.

მივცეთ მას ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობა და გვერდით დავუდგეთ!

წარსულის შეცდომების გამეორების უფლება არ გვაქვს.

ვასილი კადენეცი