აქტუალური
ლუბა ელიაშვილი: „მე-9 არხისა და ინფო-9-ის ყიდვის არაერთი მსურველი გამოჩნდა“

lubaსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ტელეკომპანია „მე-9 არხს“ მყიდველები გამოუჩნდნენ, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

არაერთი მსურველი გამოჩნდა როგორცმე–9 არხისისეინფო–9″– ყიდვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინფო–9–ის შემთხვევაში ცდილობენ ბრენდის ყიდვას. უნდა გავიარო ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია, გუშინდელის შემდეგ დღეს ვაპირებდი დასვენებას, მაგრამ ვერ ვახერხებ, რადგან დროზე უნდა გავამზადოთ პაკეტები, როგორ და რა ტიპით შეიძლება გაიყიდოს ტელეკომპანიამე–9 არხიდაინფო–9″. “მე–9 არხთანდაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ფასით ინტერესდებიან. იმედი მაქვს, არხი გაიყიდება”, – განაცხადა ლუბა ელიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შეიქმნა ღია ჯგუფი ვყიდულობთ მე-9 არხს და ვქმნით სააქციო საზოგადოებას, რომლის ინიციატორი "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე. მისი განმარტებით, აღნიშნული საზოგადოების მიერ ტელევიზიის შესყიდვა იქნება კარგი ნაბიჯი იმისკენ, რომ პრემიერი გათავისუფლდეს ტელევიზიისგან და კიდევ უფრო კარგი ნაბიჯი იქნება ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზიის შესაქმნელად".

მაღლაფერიძის განცხადებით, რომლითაც იგი ელიაშვილის განცხადებას ახლახან ფეისბუქის აღნიშნულ გვერდზე გამოეხმაურა, როგორც კი საზოგადოებამ არხის შეძენის სურვილი გამოთქვა, მაშინვე არაერთი მყიდველი გამოჩნდა.

„ვინ არიან ეს მყიდველები, რასაკვირველია, კომერციული საიდუმლოა და ასე შემდეგ... გუშინვე ვამბობდი, რომ ვიღაცების გეგმებს კატეგორიულად არ თანხვდება ამ არხის საზოგადოების ხელში გადასვლა“, - წერს მაღლაფერიძე.